სიახლები

03-05-2019 ქაღალდის ქრომატოგრაფია

ჩვენ, კლუბში, ძალიან გვიყვარს ქაღალდის ქრომატოგრაფია, ამიტომაც ხშირად ვაკეთებთ მას. ვცდით ხოლმე სხვადასხვა ფერის მარკერებს, ფლომასტერებს, მელანს. ზოგი ფერი იშლება, ზოგი კი არა. ჩვენი კლუბის წევრები, ტრადიციულად, სტუმრობენ ხოლმე დააწყებითი საფეხურის მოსწავლეებს და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს. დიდები პატარებს უჩვენებენ სახალისო ექსპერიმენტებს მათივე ჩართულობით. ქაღალდის ქრომატოგრაფია პატარებისთვისაც ძალიან სახალისო და ლამაზი ექსპერიმენტია.

ნანახია 1623-ჯერ